კალიფორნიის შტატში ხანძარმა 400 956 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა
კალიფორნიის შტატში ხანძარმა 400 956 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა - აშშ-ის ისტორიაში, მეოთხე უდიდესმა ხანძარმა ადგილობრი კალიფორნიელები თავშესაფრის გარეშე დატოვა. დანგრეულია 560-ზე მეტი ნაგებობა, მათ შორისაა სახლები. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა. ძლიერ ხანძარს 7 000-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად 42 წლის ადგილობრივი მკვიდრის მიერ ცეცხლმოკიდებული მანქანის ხევში გადაგდება სახელდება. მამაკაცი დაკავებულია.
სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ და ამბობენ, რომ მომდევნო რამდენიმე დღე ქვეყნისთვის კრიტიკული იქნება.