თქვენთვის ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ - ლაშა ბექაური
თქვენთვის ყოველთვის ბოლომდე, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ, - ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც მას და ქართველ ძიუდოისტებს გულშემატკივრები დახვდნენ.
"მიყვარხართ გულში. დახვედრა იმაზე ათჯერ მაგარი იყო, ვიდრე ველოდი და დიდი მადლობა ყველას“, - აღნიშნა ბექაურმა.
ლაშა ბექაური გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა.
ქართველი ძიუდოისტები პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ.