"ხედავ? შენი სატკივარი მე მეტკინა, დედი" - რატომ არ დახვდა ილია სულამანიძეს დედა აეროპორტში და რა უთხრა სამშობლოში დაბრუნებულ შვილს? (ვიდეო)
"გუშინ სამშობლოში დაბრუნებული ილია გულშემატკივრებმა, როგორც ჩემპიონი, ისე მიიღეს. ყველანი ვუცქერდით, თუ როგორ ულოცავდნენ, ამხნევებდნენ, სიხარულის ცრემლებით ტიროდნენ; როგორ ცდილობდნენ ბავშვები ჩახუტებოდნენ თავიანთ კუმირს.
ვუცქერდით ამ ყველაფერს საათობით და გული სიამაყით გვევსებოდა. თუმცა ამ ზღვა ხალხში ილიამ ვერ იპოვა თავისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი - დედა, რომელმაც სწორედ მისი ასპარეზობის დილით, როცა ტრადიციისამებრ, ეკლესიაში სალოცავად უნდა წასულიყო, გზად ფეხი მოიტეხა. "ხედავ? შენი სატკივარი მე მეტკინა, დედი" - ეს იყო მისი პირველი სიტყვები, როცა გულში ჩაიკრა "ხალხის ოლიმპიური ჩემპიონი", - ინფორმაცია და კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.