ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება - რამდენი მილიონი ლარი დაუჯდება ქვეყანას მისი მოწყობა?
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში 2025 წელს ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 1-ელ აგვისტოს გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, ჰაბის გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა.
ჯამში პროექტზე 12 მილიონი ლარის დახარჯვა არის გათვალისწინებული, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ასიგნებებიდან 3 მილიონი ლარი, ხოლო 2025 წლის ბიუჯეტში 9 მილიონი ლარი უნდა გამოყოს ჰაბის მოსაწყობად საჭირო ღონისძიებებისთვის.