გადავიდა სხვა პალატაში, პირობები გაუარესებული კიარა, პირიქით, გაუმჯობესებულია - “ვივა მედის“ კლინიკური დირექტორი
“ვივა მედის“ კლინიკური დირექტორი ფიქრობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში უნდა დარჩეს.
როგორც ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა სააკაშვილის მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, სტაციონარიდან ციხის საკანში გადაიყვანონ.
"გადავიდა სხვა პალატაში, პირობები გაუარესებული კია რა, პირიქით, გაუმჯობესებულია. პალატის ფართიც უფრო მეტია, ვიდრე იქ სადაც იმყოფებოდა. იყო ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გუშინვე აღმოიფხვრა და ინტერნეტიც ჩართულია და ტელევიზორიც მუშაობს. ამ ეტაპზე ის აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომ იმყოფებოდეს სტაციონარში, სხვა შემთხვევაში არ იქნებოდა. ამ ეტაპზე, არაფერი არ იგეგმება“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მიხეილ სააკაშვილს პალატა შეუცვალეს. კლინიკა "ვივა მედი" ადასტურებს, რომ პაციენტს საავადმყოფოს მერვე სართულზე ახალი ოთახი გამოუძებნეს.