სურსათის ეროვნული სააგენტო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტო სოციალურ ქსელში მათი თანამშრომლის გარდაცვალებას იუწყება.
გარდაიცვალა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის თანამშრომელი ამბროსი ჭეჟია.
"სურსათის ეროვნული სააგენტო და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს აბაშის ჯგუფის უფროსის, შესანიშნავი ადამიანისა და თავისი საქმის პროფესიონალის, ამბროსი ჭეჟიას გარდაცვალების გამო.
ბატონი ამბროსი გამოირჩეოდა საქმისადმი თავდადებით და დიდი წვლილი შეჰქონდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მრავალწლიან საქმეში. დიდი დანაკლისი იქნება იგი ჩვენი გუნდისათვის.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს ამ უდიდეს დანაკარგს", - წერია განცხადებაში.