თეგებით ძიება

ჩვენ არ გვექნება პოტენციალი ეპიდაფეთქებებთან ბრძოლისთვის - მაია ბუწაშვილი ლუგარის ლაბორატორიისთვის დახმარების შეჩერებაზე

ფორმულას ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. წყაროს ცნობით, 95 მილიონი დოლარის ნაწილი, რომელსაც მთავრობა ვეღარ მიიღებს, ამ უწყებაშიც უნდა წასულიყო. 

არ გვექნება პოტენციალი, რომ მზად ვიყოთ შესაძლო ეპიდაფეთქებებთან ბრძოლისთვის", - ამის შესახებ "მთავარ არხთან" ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობს და აშშ-ის მიერ ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეწყვეტას ეხმაურება.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ გადაიბარა მისი მენეჯმენტი, მაინც დიდი წილი სამეცნიერო კვლევების დაფინანსებაზე სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის. განსაკუთრებით აქ აღსანიშნავია ორი დაწესებულების როლი. ეს არის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ამერიკის თავდაცვის სამინისტროს დაავადების საფრთხის შემცირების სააგენტო, საიდანაც მართლაც მილიონობით დოლარის დაფინანსება მოდიოდა. ლაბორატორიული კვლევებისთვის საჭიროა, რომ არსებობდეს საცავი სხვადასხვა ტიპის მიკროორგანიზმების, რომლებზეც შემდეგ ხდება კვლევები. ლუგარის ცენტრში არის ეს საცავი, ინახება, რომელიც თავის დროზე, მოდის საბჭოთა კავშირის დროიდან, მაგალითად, შავი ჭირის ლაბორატორიაში ინახებოდა... ძალიან სპეციფიური მოვლა სჭირდება, სპეციალისტები სჭირდება, მათი მუდმივი გადამზადება და ის აუცილებლად უნდა არსებობდეს ქვეყანაში. სხვანაირად ჩვენ არ გვექნება ის პოტენციალი, რომ მზად ვიყოთ შესაძლო ეპიდაფეთქებებთან ბრძოლისთვის, - აცხადებს ბუწაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა