ოლიმპიურ სოფელში საცხოვრებელი პირობებით უკმაყოფილო იტალიელ მოცურავეს პარკში სძინავს
პარიზის ოლიმპიურ სოფელში გაუსაძლისი პირობები რომაა, ამას არაერთი სპორტსმენი აღნიშნავს. ტურნირის დასაწყისში ამერიკელმა ჩოგბურთელმა, კოკო გაუფმა აღნიშნა, რომ 10 ქალი ორ აბაზანას ინაწილებდა და შესაბამისად, ხანდახან, დიდი ქაოსი იქმნებოდა.
აკრიტიკებენ ასევე საჭმელსაც და რაც მთავარია, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ეკოლოგიური მიზეზების გამო, ოლიმპიური სოფელი კონდიცირების გარეშეა დაპროექტებული. პირობებზე ასევე მკაცრად ისაუბრა ლეგენდარულმა ტანმოვარჯიშემ, სიმონ ბაილსმაც.
გუშინ კი, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორც სძინავს პარკში იტალიელ მოცურავეს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ტომას ჩეკონს.