დანიის საელჩოს აქამდე არ განუმარტავს, რატომ აღმოჩნდა დანიის მთავრობის დაფინანსებულ ღონისძიებაზე ადამიანის წამების სისტემის შემქმნელის, სააკაშვილის პლაკატი - შალვა პაპუაშვილი
სამწუხაროდ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ დანიის საელჩოს აქამდე არ განუმარტავს, რატომ აღმოჩნდა დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე ადამიანის წამების სისტემის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის პლაკატი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, არავის უნდა უკვირდეს, როცა ქართველი ხალხი, ახლა უკვე კანონით ითხოვს იმ ფინანსების და ინტერესების გამჭვირვალობას, რომლითაც მის ცხოვრებაზე გავლენას ახდენენ.
„სამწუხაროდ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ დანიის საელჩოს აქამდე არ განუმარტავს, თუ რატომ აღმოჩნდა დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე ადამიანის წამების სისტემის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის პლაკატი. პასუხი მარტივია: დანიის საელჩო ანგარიშვალდებულია საკუთარი მთავრობის და არა ქართველი ხალხის წინაშე. რა თქმა უნდა, აქ შეიძლებოდა იმის თქმაც, რომ როცა სხვა ხალხების ცხოვრებაში (ფულით თუ მოქმედებით) ერევი, საერთაშორისო თანამშრომლობის ეთიკა ამბობს, რომ ანგარიშვალდებულებაც და მინიმალური პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნო. თუმცა, თქმა ერთია და გაგონება – მეორე. ამიტომ, არავის უნდა უკვირდეს, როცა ქართველი ხალხი, ახლა უკვე კანონით, ითხოვს იმ ფინანსების და ინტერესების გამჭვირვალობას, რომლითაც მის ცხოვრებაზე გავლენას ახდენენ. თითქოს ელემენტარულია“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.