თეგებით ძიება
05. 08. 2024 მსოფლიო

ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმის წინ, ირანი ავიაკომპანიებს აფრთხილებს

ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმის წინ, ირანმა ავიაკომპანიები ქვეყნის საჰაერო სივრცეში „ჯიპიეს“ სიგნალის პოტენციური შეფერხების შესახებ გააფრთხილა. განცხადების თანახმად, შეფერხება შეეხება ირანის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებს. ირანი ავიაკომპანიებს ურჩევს, შეცვალონ კურსი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 13 აპრილის თავდასხმასთან შედარებით, როდესაც ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა და უპილოტო აპარატი გაუშვა, ამჯერად ისრაელი უფრო აგრესიულ თავდასხმას ელოდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონის ბლინკენის განცხადებით, ირანის და „ჰეზბოლას“ თავდასხმა შესაძლოა, 5 აგვისტოს დაიწყოს.

ჩრდილოეთის ისრაელის მერებთან და ადგილობრივი საბჭოების ლიდერებთან შეხვედრისას, ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურმა, ორი გორდინმა განაცხადა, რომ სამხედროების შეტევითი გეგმები მზადაა „ჰეზბოლასთან“ პოტენციური კონფლიქტისთვის.

გასულ კვირას თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, ირანი ისრაელს საპასუხო ზომებით ემუქრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა