თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

"თუ მე პირადად არ შემხვდება, დებატებში მოვიდეს“ - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.

"თუ მე პირადად არ შემხვდება, დებატებში მოვიდეს. დებატებზე მოვიდეს. რადგან მიიჩნევს თავის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავარი მმართველი, სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ, მაშინ გავარჩიოთ დებატებზე რაღაცები და მე ვკითხავ, არა ჩემი მხრიდან, მე აღარაფერი არ მაინტერესებს, ფაქტებს ვუყურებ და ვხედავ საითკენ მიდის ქვეყანა, მაგრამ საზოგადოებისთვის ვალდებულია ახსნას ზოგიერთი პოზიცია.

რატომ გაუშვა ორჯერ პრემიერი, რომელიც კორუმპირებული იყო და მერე დააბრუნა. მერე იბარებს და ნიშნავს ყველაზე არაპოპულარულ პრემიერს. რას ერჩის ამ ქვეყანას, ხომ უნდა გვითხრას, არჩევნებამდე მაინც. ასე რომ ერთი კარგი დებატი გველოდება", - თქვა ზურაბიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა