"ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, დრონით გადავიღეთ კადრები" - მოქალაქე ავრცელებს ფოტოებს, სადაც ნიადაგზე გაჩენილი ნაპრალები ჩანს
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ვაშლიჯვარში მორიგი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა მშენებლობა შეჩერდა, რის შემდეგაც ადგილობრივები დაინტერესდნენ და აღნიშნულ ტერიტორიას დრონით ფოტოები გადაუღეს, აღმოჩნდა, რომ ადგილზე ნაპრალებია გაჩენილი.
"ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, შენდებოდა კორპუსი, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები, (როცა წვიმა და ქარი არ აღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რომ უკან ზიდავდნენ მიწას, როცა კამაზებით ეზიდებოდნენ გადასაყრელად....
საეჭვოდ მივიჩნიეთ მაცხოვრებლებმა და დრონით გადავიღეთ ეს კადრები, (ეკლესიის და პარკის ქვევითა მხარეა) დავრეკეთ მერიის ცხელ ხაზზე, შევატყოებინეთ ზედამხედველობას, მაგრამ რა იქნება, არ ვიცი, ჯერ არ მოსულან", - წერს მოქალაქე.