თეგებით ძიება
06. 08. 2024 მსოფლიო

ბანგლადეშში მომიტინგე სტუდენტები პარლამენტის დათხოვნას ითხოვენ

ბანგლადეშელმა სტუდენტებმა პრემიერ-მინისტრის შეიხ ჰასინას გადადგომის შემდეგ პარლამენტის დათხოვნა მოითხოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, თუ ხელისუფლება პარლამენტს არ დაითხოვს, მაშინ ქვეყანაში პროტესტები უფრო მძლავრი გახდება. სტუდენტები ერთმანეთს მზადყოფნისთვის მოუწოდებენ.

ბანგლადეშის მთავრობის მეთაური ორშაბათს ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციებისა და არეულობის ფონზე გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰასინა ინდოეთში გაიქცა და შემდეგ დიდ ბრიტანეთში გადავა. ქვეყანაში ძალაუფლება ხელში სამხედროებმა აიღეს, რომლებმაც უკვე განაცხადეს, რომ გარდამავალ მთავრობას ჩამოაყალიბებენ.

ბანგლადეშში ივლისის დასაწყისში მასობრივი აქციები დაიწყო, რაც მოგვიანებით მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბოლო ცნობებით, დაპირისპირებას დაახლოებით 300 ადამიანი ემსხვერპლა. მიტინგების მთავარ მიზეზად ბანგლადეშელი სტუდენტებისთვის დასაქმების კვოტების შემოღება სახელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა