თეგებით ძიება

"გაუგებარი მიზეზით პალატა შეუცვალეს, რაც დამატებით კითხვებს აჩენს, ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთი“ - სოფო ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე

“თუკი ვინ­მე­სი ეში­ნია “ქარ­თულ ოც­ნე­ბას", ეს თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია. მინ­და მათ ვუ­თხრა, რომ ვერ შეგ­ვა­ში­ნე­ბენ და ვერ გაგვტე­ხენ. 26 ოქ­ტომ­ბერს ერ­თი­ა­ნო­ბით გა­ვი­მარ­ჯვებთ და და­ვას­რუ­ლებთ ბო­როტ რე­ჟიმს, - ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თბი­ლი­სის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, სოფო ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტოა.

“ე.წ. სა­ზღვრის კვე­თის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­სა­მარ­თლე მი­ხე­ილ ჯინ­ჯო­ლი­ამ სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თებ­ლად და უკა­ნო­ნოდ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ეს იყო სრუ­ლი აბ­სურ­დი, რომ თით­ქოს მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის რის­კი არ­სე­ბობს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არა­თუ მოწ­მე­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, არა­მედ სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და მას­თან დე­პუ­ტა­ტე­ბის ვი­ზი­ტის უფ­ლე­ბაც წარ­თმე­უ­ლი აქვს. ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ერთხელ პა­ტიმ­რო­ბა შე­ფარ­დე­ბულს, პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯონ. დღეს დღე­ო­ბით ასე­თი საქ­მე ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს.

ასე­ვე გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პა­ლა­ტა შე­უც­ვა­ლეს, რაც და­მა­ტე­ბით კი­თხვებს აჩენს. ამ ყვე­ლაფ­რის უკან დგას რუ­სე­თი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს სწო­რედ რუ­სე­თის დაკ­ვე­თას და და­ვა­ლე­ბას.

თუკი ვინ­მე­სი ეში­ნია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", ეს თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც მა­გა­ლი­თია იმი­სა თუ რისი მიღ­წე­ვა შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს, მა­შინ რო­დე­საც ერ­თი­ან­დე­ბა. ზუს­ტად იცი­ან მათ, როცა ქვე­ყა­ნა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, არ­სე­ბობ­და კო­რუფ­ცია, კრი­მი­ნა­ლი და სი­ღა­რი­ბე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ხალ­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა შეძ­ლო და რე­გი­ო­ნის ლი­დე­რი სა­ქარ­თვე­ლო შექ­მნა. სწო­რედ, ამას ვერ პა­ტი­ობს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ბევრ ინ­ვეს­ტი­ცი­ას, სა­მუ­შაო ად­გილს, მა­ღალ ხელ­ფა­სებ­სა და და­ბალ ფა­სებს ნიშ­ნავს და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ნიშ­ნავს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პულ გან­ვი­თა­რე­ბას, რი­სიც ყვე­ლა­ზე მე­ტად ეში­ნია “ქარ­თულ ოც­ნე­ბას". მათ ზუს­ტად იცი­ან, რომ მათი ბედი გა­და­წყვე­ტი­ლია და სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ შეგ­ვა­ში­ნონ და გაგვტე­ხონ. მინ­და მათ ვუ­თხრა, რომ ვერ შეგ­ვა­ში­ნე­ბენ და ვერ გაგვტე­ხენ. 26 ოქ­ტომ­ბერს ერ­თი­ა­ნო­ბით გა­ვი­მარ­ჯვებთ და და­ვას­რუ­ლებთ ბო­როტ რე­ჟიმს", - გა­ნა­ცხა­და სოფო ჯა­ფა­რი­ძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა