თეგებით ძიება

პაპუაშვილი: 2018 წელს მე ჩვეულებრივი ამომრჩეველი და მოქალაქე ვიყავი და მახსოვს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, როცა ბანერებზე ბიძინა ივანიშვილი იყო განთავსებული

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის განცხადებები არამხოლოდ არასერიოზულია, არამედ კონსტიტუციის დარღვევაცაა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციას პატივი უნდა სცეს.

„2018 წელს მე ჩვეულებრივი ამომრჩეველი და მოქალაქე ვიყავი და მახსოვს საპრეზიდენტო არჩევნები და მახსოვს მეორე ტური, სადაც ბანერზე ბიძინა ივანიშვილი იყო განთავსებული, რის გამოც გახდა ქალბატონი სალომე პრეზიდენტი. მისი განცხადებები არასერიოზულია და კონსტიტუციის დარღვევაა. მაინტერესებს საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშში თუ მაინც აღმოჩნდება, რომ პრეზიდენტის პოზიციაზე მყოფი ადამიანი ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც უხეში დარღვევაა. საკმარისია ის წყება დარღვევებისა, რომელიც ქალბატონმა სალომემ უკვე დააგროვა და არავინ აპირებს, რომ ამაში ხელი შეუწყოს და კიდევ ერთხელ დაარღვიოს კონსტიტუცია. მან პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა