Foreign Affairs: ამერიკის შეერთებული შტატები მომავლის ომებისთვის მზად არ არის
ამერიკის შეერთებული შტატები მომავლის ომებისთვის მზად არ არის. სტატიას ამ სათაურით ჩრდილოამერიკული ჟურნალი Foreign Affairs-ი ავრცელებს.
გამოცემის ანალიტიკურ სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე როგორც უკრაინელების, ასევე რუსი აგრესორების მიერ, აქტიურად გამოიყენება დრონები. ეს უპილოტო საფრენი აპარატები და მათი ოპერატორები კი ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ.
პუბლიკაციის თანახმად, მომავლის ომებში გადამწყვეტი, სწორედ მაღალი ტექნოლოგიები იქნება, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები ამისთვის მზად არ არის. გამოცემა წერს, რომ ვაშინგტონის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავები თუ ტანკები, მაღალტექნოლოგიური დრონების წინააღმდეგ სათანადოდ აღჭურვილი არ არის და პენტაგონი, ჯერ არც ხელოვნური ინტელექტის პოტენციალს იყენებს.