თეგებით ძიება

სამწუხაროდ ხანდახან ცალკეულ ფინანსებს უყურებენ როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებას - შალვა პაპუაშვილი

თუ აქვს სურვილი, რომ ქართველი ხალხისთვის რამე სასარგებლო გააკეთოს რომელიმე ქვეყანამ, რა თქმა უნდა მეგობრობა ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია და ასევე ვეხმარებოდით ჩვენ ამერიკელებს, როდესაც ავღანეთში წავედით და ვიომეთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილი ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ თითქოს მას ამერიკული მხარე დაფინანსებას უჩერებს და ეს თანხა 95 მილიონია.

"საქართველოს სახელმწიფო აკეთებს იმას, რაც ჩვენი ხალხის ინტერესშია. ამას ალბათ ყველა ხედავს, რომ არ ვუყურებთ იმას, რა არის სხვების ინტერესში. რაც შეეხება [დახმარების] თანხას, 2 მილიონ ლარზეა საუბარი. ჯანდაცვის ბიუჯეტი არის 8 მილიარდზე მეტი და საუბარია 2 მილიონზე. სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ არსად არანაირი შეფერხება არ იყოს. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით იმას, რომ ვინმე თანამონაწილე იყოს მისთვისაც საინტერესო მიმართულებებზე. თუ აქვს სურვილი, რომ ქართველი ხალხისთვის რამე სასარგებლო გააკეთოს რომელიმე ქვეყანამ, რა თქმა უნდა მეგობრობა ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია და ასევე ვეხმარებოდით ჩვენ ამერიკელებს, როდესაც ავღანეთში წავედით და ვიომეთ. იქ ანგარიში არ წარგვიდგენია შემდეგ ამერიკელი ხალხისთვის. ამ მეგობრობას ვუყურებთ იმ მხრივ, რომ როდესაც საჭიროა გვერდში დგომა, გვერდში ვუდგავართ მეგობარ ამერიკელ ხალხს. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ხანდახან ცალკეულ ფინანსებს უყურებენ როგორც ზეწოლის ინსტრუმენტს იმისთვის, რომ მოახდინონ გავლენა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პოლიტიკაზე, თუ [პროცესების] მიმდინარეობაზე. ეს რა თქმა უნდა სწორი არ არის და რაც მთავარია, ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებას როდესაც საერთაშორისო დახმარება გამოიყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა