სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას აღკვეთის სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
ზუგდიდის სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას, "ფორთოხლის გამყიდველს" ქიქოძის ქუჩაზე მდებარე მარკეტიდან, აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მას გამოძიება მედია "პოსტივის" ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელშეშლასა და ძალადობას ედავება.
ცნობისთვის, უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ერთ-ერთ აქტივისტს, რომელმაც მას "მონა" უწოდა, ქუჩაში გაეკიდა, გზად ხილ-ბოსტნის მაღაზიიდან ფორთოხალი აიღო და ესროლა. სწორედ ეს მაღაზია ეკუთვნის ვიტალი გუგუჩიას და მის ოჯახს, რომელთანაც ჯაფარიძე მეორე დღეს "ბოდიშის" მოსახდელად მივიდა, თუმცა საპასუხოდ კრიტიკა მიიღო. მომხდარიდან მალევე სამთავრობო მედიამ გუგუჩიას ოჯახს სოფელში ჩააკითხა. არხის მფლობელი თავად ვიქტორ ჯაფარიძეა. გუგუჩიების კარ-მიდამოში, "პოსტივის" წარმომადგენლებსა და ვიტალი გუგუჩიაშ შორის დაპირისპირება მოხდა.