თეგებით ძიება

რას აცხადებს მერია ვაშლიჯვარში სამშენებლო სამუშაოების ადგილას ბზარების გაჩენის და რაზმაძის ქუჩაზე გზის ჩაშლის თაობაზე?

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია ერთი მხრივ სა­ბურ­თა­ლო­ზე, ვაშ­ლი­ჯვარ­ში, ბრო­წე­უ­ლის ქუჩა N5-ში სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ად­გი­ლას გა­ჩე­ნი­ლი ბზა­რე­ბის შე­სა­ხებ, მე­ო­რე მხრივ კი ვა­კე­ში, რაზ­მა­ძის ქუ­ჩა­ზე ფერ­დის ჩა­მოშ­ლის ფაქ­ტზე გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს და აცხა­დებს, რომ ბრო­წე­უ­ლის ქუ­ჩა­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია, ხოლო რაზ­მა­ძის ქუ­ჩა­ზე მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა გა­მო­ი­ცა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრო­წე­უ­ლის ქუჩა N5-ში დამ­კვეთს და­ე­ვა­ლა და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვის წარ­მოდ­გე­ნა და კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა რაზ­მა­ძის ქუ­ჩას, უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ მშე­ნე­ბე­ლი და­ჯა­რიმ­და 30 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ასე­ვე, მი­ღე­ბუ­ლი იქნა მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა და მშე­ნე­ბელს და­ე­ვა­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­ექ­სპერ­ტო შე­ფა­სე­ბი­სა და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფერ­დის აღ­დგე­ნა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­მა­სა­ლას სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში, ბრო­წე­უ­ლის ქუჩა N5-ში მიმ­დი­ნა­რე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ად­გი­ლას გა­ჩე­ნი­ლი ბზა­რე­ბის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე, თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ბრძა­ნე­ბით, შე­თან­ხმე­ბუ­ლია მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც შპს „გე­ლო­ვა­ნი დე­ვე­ლოფ­მენ­თი“ ახორ­ცი­ე­ლებს.

კომ­პა­ნი­ას და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და სა­ძირ­კვლი­სა და ხი­მინ­ჯე­ბის მო­წყო­ბა, თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან ბზა­რე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და, ამ­ჟა­მად სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ და­ი­წყო შეს­წავ­ლა. ამ ეტაპ­ზე, გა­მო­იკ­ვე­თა, რომ პრო­ექ­ტში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე შე­საძ­ლო რის­კე­ბის და­ზღვე­ვის მიზ­ნით კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

დამ­კვეთს და­ე­ვა­ლა და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვის წარ­მოდ­გე­ნა და კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა. კომ­პა­ნი­ამ დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ და­წყე­ბუ­ლი აქვს კვლე­ვე­ბი ბზა­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. კვლე­ვის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მით წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში.

ასე­ვე, გვსურს გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თოთ ვა­კის რა­ი­ონ­ში, რაზ­მა­ძის ქუ­ჩა­ზე ფერ­დის ჩა­მოშ­ლის ფაქ­ტზეც.

აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის კო­რექ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი. მიმ­დი­ნა­რე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს ჩა­მო­ი­შა­ლა ფერ­დი. ასე­ვე, და­ზი­ან­და სა­ვა­ლი ნა­წი­ლიც.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ მოხ­და კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რე­ა­გი­რე­ბა. კერ­ძოდ, უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ მშე­ნე­ბე­ლი და­ჯა­რიმ­და 30 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ასე­ვე, მი­ღე­ბუ­ლი იქნა მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა და მშე­ნე­ბელს და­ე­ვა­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­ექ­სპერ­ტო შე­ფა­სე­ბი­სა და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფერ­დის აღ­დგე­ნა“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ მე­რი­ა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა