თეგებით ძიება

ვაკეში, რაზმაძის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს ფერდი ჩამოიშალა

ვაკის რაიონში, რაზმაძის ქუჩაზე, ფერდი ჩამოიაშალა. მერიის განცხადებით, აღნიშნულ მისამართზე ხორციელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტი და ფერდი მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს ჩამოიშალა.

უწყება ამბობს, რომ უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებელი დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით, მიიღეს მშენებლობის შეჩერების დადგენილება და მშენებელ კომპანიას დაზიანებული ფერდის აღდგენა დაევალა.

"მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს ჩამოიშალა ფერდი. ასევე, დაზიანდა სავალი ნაწილიც. მომხდარ ფაქტზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოხდა კანონით გათვალისწინებული რეაგირება. კერძოდ, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებელი დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით. ასევე, მიღებული იქნა მშენებლობის შეჩერების დადგენილება და მშენებელს დაევალა შესაბამისი საექსპერტო შეფასებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილების საფუძველზე დაზიანებული ფერდის აღდგენა", - წერია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა