თუ ირანი ისრაელს თავს დაესხმება, ის ამერიკისგან მტკიცე პასუხს მიიღებს - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ, თუ ირანი ისრაელს თავს დაესხმება, ის ამერიკისგან მტკიცე პასუხს მიიღებს.
"აშშ-ს საყოყმანო არაფერი აქვს, სანამ რეგიონში განლაგებულ ამერიკელ სამხედროებზე რამდენიმე თავდასხმა ხორციელდება, ისრაელი „ჰამასის“, „ჰეზბოლასა“ და ირანის საფრთხის ქვეშ არის. ირანის ნებისმიერი თავდასხმა ისრაელზე ან ამერიკულ ინტერესებზე იქნება გაუმართლებელი და მიიღებს მტკიცე პასუხს“, - დაწერა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.