გიორგი ვოლსკი: როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილის გეგმა იყო მიხეილ სააკაშვილის შეწყალება
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის მიერ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების სავარაუდო გეგმის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული საწინააღმდეგო განცხადებებისა, მისი გეგმა თავიდანვე ექს-პრეზიდენტის შეწყალება იყო.
„იძულებული გახდნენ ეღიარებინათ, რომ საქმე ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების სტრატეგიულ გეგმას, რადგან სამართლებრივ ნაწილში არაფერი სადავო არაა. მას აქვს სასჯელი, რომელიც შთანთქავს სხვა უფრო მცირე სასჯელებს. მცირეს თავისი პატიმრობის ვადიდან გამომდინარე, ასე რომ არაფერზე უნდა ჰქონოდათ პრეტენზია.
როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილის გეგმა იყო მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მიუხედავად იმისა, რომ იგი გულზე მჯიღს ირტყამდა, როდესაც ინტენსიურად ლაპარაკობდა იმ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა ჩადენილი“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.