თეგებით ძიება
06. 08. 2024 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კურსკის ოლქში ბრძოლების შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები, 300-მდე ჯარისკაცის, 11 ტანკისა და 20-ზე მეტი ჯავშანმანქანის მხარდაჭერით, თავს დაესხნენ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ქვედანაყოფების პოზიციებს ნიკოლაევო-დარიინოსა და ოლეშნიას დასახლებულ პუნქტებში კურსკის ოლქში.

„სახელმწიფო საზღვრის ჯარები „ეფესბეს“ სასაზღვრო ჯარების ნაწილებთან ერთად იგერიებენ თავდასხმებს სახელმწიფო საზღვრის ზონაში“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გარდა ამისა, მიმდინარე ბრძოლების ზონაში რუსეთის თავდაცვის უწყებამ სარეზერვო ძალები გადაისროლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა