სერგეი შამბა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა
სერგეი შამბა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ინფორმაციას
მედია ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილება ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მიიღო.
მანამდე ის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა - დღეიდან კი ამ პოსტზე რაულ ლოლუა დაინიშნა.