წინასაარჩევნო საქართველო: მთავარი თემა - სააკაშვილის ტელევიზორი! - თამარ ჩერგოლეიშვილი
მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ცნობით, პარასკევს, სასამართლო სხდომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში პალატა შეუცვალეს და კლინიკის მე-8 სართულზე გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ არის. „წაართვეს ტელევიზორიც, ანუ ტელეარხებს ვეღარ უყურებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლაა“ - განაცხადა გიული ალასანიამ. მომხდართან დაკავშირებით თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
წინასაარჩევნო საქართველო:
მთავარი თემა - სააკაშვილის ტელევიზორი!