თეგებით ძიება

"მშობლებიც ადრე დაეხოცა, არის სახლში მარტო და თავისი შვილების სამყაროთი ცოცხლობს" - რას ჰყვება ახლობელი გია დუდაშვილზე, რომელსაც შოვის ტრაგედიისას ცოლ-შვილი დაეღუპა

შო­ვის ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. მდი­ნა­რე ბუ­ბის­წყლის ხე­ო­ბა­ში წარ­მოქ­მნილ­მა ღვარ­ცოფ­მა 35 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. მათ შო­რის, ორი მაშ­ვე­ლიც იყო - მათ გა­უ­ჭირ­დათ ამ უმ­ძი­მე­სი ემო­ცი­ე­ბის გა­და­ტა­ნა და ორი­ვე მათ­განს ინ­ფარ­ქტი გა­ნუ­ვი­თარ­და.

გია დუ­დაშ­ვი­ლი, თო­ჯი­ნით ხელ­ში, ტა­ლა­ხის მა­სა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის ძებ­ნი­სას - ამ ტრა­გე­დი­ის სიმ­ბო­ლოდ იქცა. მე­უღ­ლი­სა და სამი შვი­ლის ერ­თად დამ­კარ­გავ­მა მა­მამ 2 წლის შვი­ლის, ანას­ტა­სი­ას თო­ჯი­ნა იპო­ვა და თან და­ა­ტა­რებ­და. გია დუ­დაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ნატო ჭე­ლი­ძე და უფ­რო­სი შვი­ლი, 7 წლის ლუკა ტრა­გე­დი­ი­დან მხო­ლოდ მე­ო­თხე დღეს იპო­ვეს, შემ­დეგ 4 წლის ან­დრია… სულ ბო­ლოს კი თო­ჯი­ნას პატ­რო­ნი, 2 წლის ანას­ტა­სია, რო­მე­ლიც მა­მამ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე 24 აგ­ვის­ტოს ამო­იც­ნო.

ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ალ­ბათ, არა­ვინ მო­ი­ძებ­ნე­ბა, ვი­საც ამ დროს სამი შვი­ლის დამ­კარ­გა­ვი მა­მის­თვის ნუ­გე­შის მი­ცე­მა და გვერ­დით დგო­მა არ სურ­და. მაგ­რამ ეს სამ­წუ­ხა­როდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ მო­ი­ძებ­ნე­ბა არ­ცერ­თი სი­ტყვა, რო­მე­ლიც ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფს ანუ­გე­შებს. არც თა­ვად უძებ­ნია. ამ მოკ­რძა­ლე­ბულ ადა­მი­ანს არა­ვის­თვის მი­უ­მარ­თავს, თა­ვი­სი ტრა­გე­დია ერთი სი­ტყვი­თაც არა­ვის­თვის მო­უხ­ვე­ვია. ვიდ­რე შვი­ლე­ბი ცო­ცხლე­ბი ეგო­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სთხოვ­და, რომ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ვერ­ტმფრე­ნი დრო­უ­ლად გა­ეგ­ზავ­ნათ.

ერ­თა­დერ­თი, რი­თაც ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, მთე­ლი ამ დრო­ის მან­ძილ­ზე გა­მოჩ­ნდა, თა­ვი­სი ანას­ტა­სი­ა­სათ­ვის და­ბა­დე­ბის დღის მი­ლოც­ვა იყო:

"ანას­ტა­სი­ას და­ბა­დე­ბის დღეა. სამი წლის გახ­დი. გი­ლო­ცავ ანას­ტა­სია", - წერ­და გია დუ­დაშ­ვი­ლი. მი­ლოც­ვი­სას მა­მი­კომ თა­ვის გო­გო­ნას გუ­ლე­ბი­ა­ნი მიკი მა­უ­სის ვარ­დის­ფე­რი ტორ­ტიც "აჩუ­ქა".

გია დუ­დაშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი ამბობს:

- უმ­ძი­მეს თე­მა­ზე გე­სა­უბ­რე­ბით, ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­მაც ერთ წამ­ში და­კარ­გა ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­აჩ­ნდა. რო­გორ არის ბა­ტო­ნი გია. ალ­ბათ იცის, რომ მის­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა; სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობ­და, ენუ­გე­შე­ბი­ნა. ბევ­რი იმა­საც დარ­დობ­და, ოჯა­ხის წევ­რებს რომ ყვე­ლას იპო­ვის და დაკ­რძა­ლავს, მერე დად­გე­ბა მის­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე­ე­ბიო...

- სამ­წუ­ხა­როდ, სი­მარ­თლეს წერ­დნენ. ასეთ უბე­დუ­რე­ბებ­ში ადა­მი­ა­ნი თით­ქოს რა­ღაც მი­ზანს ხავ­სი­ვით ეჭი­დე­ბა და ეს აძ­ლე­ბი­ნებს. გიას ჯერ ის მი­ზა­ნი ჰქონ­და, რომ ცოლ-შვი­ლი მო­ე­ძებ­ნა და ამო­ეც­ნო. 11 დღე გაგ­რძელ­და ეს კოშ­მა­რი, ამა­სო­ბა­ში კი დრო გა­დი­ო­და. ამის შემ­დეგ დაკ­რძალ­ვაა სა­ჭი­რო და ამა­ზე ფიქ­რსაც დრო და ძალა სჭირ­დე­ბა. სა­ფიქ­რა­ლი და საზ­რუ­ნა­ვი დაკ­რძალ­ვის შემ­დე­გაც ბევ­რია: ვინც გიყ­ვარს, იმ ადა­მი­ა­ნებს იმ­ქვეყ­ნა­დაც ხომ სჭირ­დე­ბათ ზრუნ­ვა?!

ჰოდა, გი­ა­მაც იზ­რუ­ნა. ვერ გე­ტყვით, რა ძა­ლით ან რა­ტომ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი მის თავს, ეს აუხ­სნე­ლია, მაგ­რამ ის ცო­ცხა­ლია და ის უნდა გა­ა­კე­თოს, რა­საც სი­ცო­ცხლე ადა­მი­ანს სთხოვს. არა­და, მარ­ტოა, მშობ­ლე­ბიც კი ადრე და­ე­ხო­ცა. მხო­ლოდ ერთი და ჰყავს და ისიც ემიგ­რან­ტია, ირ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს ოჯახ­თან ერ­თად. რა თქმა უნდა, გიას დაც იყო დაკ­რძალ­ვა­ზე, და­დუ­მე­ბუ­ლი და გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი იჯდა; მაგ­რამ ის წა­ვი­და. და უნდა წა­სუ­ლი­ყო, ოჯა­ხი ჰყავს.

- დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ ცა­რი­ელ სახ­ლში ყოფ­ნა ურ­თუ­ლე­სია...

- ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, რაც არ უნდა ცუდი თქვა, იმას ვერ უარ­ყოფ, რომ თა­ნაგ­რძნო­ბის უნა­რი გვაქვს. ჯერ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის შე­ძა­ხილ­მა, შენ გვერ­დით ვარ, გა­ძე­ლიო, მერე კი თა­ვის­მა სამ­სა­ხურ­მა დიდი როლი ითა­მა­შა. სა­ო­ცა­რი უფ­რო­სი ჰყავს სამ­სა­ხურ­ში, ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნი. მან უთხრა, არ და­ვუშ­ვებ, რომ სახ­ლში დარ­ჩე და სამ­სა­ხურ­ში არ იარო, ამას არ და­გა­ნე­ბე­ბო და გიაც მიჰ­ყვა. ეს მის­თვის ად­ვი­ლი არ იყო, მაგ­რამ მარ­ტო დარ­ჩე­ნის ნება არ მის­ცეს.

- მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჩანს, იქ თა­ვის ტკი­ვილს არა­ვის აგ­რძნო­ბი­ნებ­და.

- კი, ასე­თია, წარ­სულ­ზე სა­ერ­თოდ არ ლა­პა­რა­კობს. ეს მისი ბუ­ნე­ბაა. არის თა­ვის სახ­ლში მარ­ტო და თა­ვი­სი შვი­ლე­ბის სამ­ყა­რო­თი ცო­ცხლობს. ყვე­ლა­ფერს უკე­თებს, რაც მის ცოლ-შვილს ზე­ცა­ში სჭირ­დე­ბათ. ასე გა­დის დრო.

ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რამ­დენს ნიშ­ნავს ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის თა­ნად­გო­მა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. თით­ქოს გე­ვა­ლე­ბა, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის გამო არ და­ე­ცე და იცო­ცხლო.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა