თეგებით ძიება
07. 08. 2024 მსოფლიო

"ამას შეუძლია გაანადგუროს ადამიანი, შეუძლია მოკლას... სწორედ ამის გამო, ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ ბულინგისგან" - რას ამბობს იმანე ხალიფი?

ალ­ჟი­რელ­მა მოკ­რი­ვემ, იმა­ნე ხა­ლიფ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სი­ძულ­ვი­ლით სავ­სე კრი­ტი­კის ტალ­ღა, რო­მელ­საც "სქეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბის გამო წა­ა­წყდა, ზი­ანს აყე­ნებს ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბას". სპორ­ტმენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბუ­ლინ­გის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­და.

იმა­ნემ ინ­ტერ­ვი­უ­ში პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

"ვუგ­ზავ­ნი გზავ­ნილს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ადა­მი­ანს, რომ და­იც­ვან ოლიმ­პი­უ­რი პრინ­ცი­პე­ბი და ოლიმ­პი­უ­რი ქარ­ტია, თავი შე­ი­კა­ვონ სპორ­ტსმე­ნე­ბის ბუ­ლინ­გის­გან, რად­გან ამას შე­დე­გე­ბი, უზარ­მა­ზა­რი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა. ამას შე­უძ­ლია გა­ა­ნად­გუ­როს ადა­მი­ა­ნე­ბი, შე­უძ­ლია, მოკ­ლას ადა­მი­ა­ნე­ბის აზრი, სული და გო­ნე­ბა. ამას შე­უძ­ლია, გა­ყოს ხალ­ხი. სწო­რედ ამის გამო, ვთხოვ ყვე­ლას, თავი შე­ი­კა­ვონ ბუ­ლინ­გის­გან. ოჯახ­თან კვი­რა­ში ორი დღე მა­ინც მაქვს კონ­ტაქ­ტი. იმე­დი მაქვს, რომ ისი­ნი ძა­ლი­ან არ და­ზა­რალ­დნენ ამ ამ­ბის გამო", - აღ­ნიშ­ნა სპორ­ტსმენ­მა.

ცნო­ბის­თვის, იმა­ნე ხა­ლი­ფის გა­მო­ჩე­ნა ოლიმ­პი­ა­და­ზე სკან­და­ლის მი­ზე­ზი გახ­და. ზო­გი­ერ­თმა ის კა­ცად გა­მო­ა­ცხა­და, ზოგ­მაც ტრანსსექ­სუ­ა­ლად, ამის შემ­დეგ კი იმა­ნეს მი­მართ ბუ­ლინ­გი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის ტალ­ღა ვი­ხი­ლეთ. "მე ქალი ვარ", - თქვა მან ერთ-ერთი ბრძო­ლის შემ­დეგ.

გა­სულ წლამ­დე ალ­ჟი­რე­ლი მოკ­რი­ვის სქე­სი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არა­ვის და­უ­ყე­ნე­ბია. გა­სულ წელს, იმა­ნე ხე­ლი­ფი და ტა­ი­ვა­ნე­ლი Lin Yu‑ting-ი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით მო­იხ­სნა. მაგ­რამ პრობ­ლე­მა ის არის, რომ არა­ვინ იცის დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ზუს­ტი მი­ზე­ზი.

კრი­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის (IBA) პრე­ზი­დენ­ტმა, უმარ კრემ­ლევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ტეს­ტის შე­დე­გე­ბით, ორი­ვე მათ­გა­ნი XY ქრო­მო­სო­მის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო და გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, მათ ქა­ლე­ბის შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ. თუმ­ცა, ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის რწმუ­ნე­ბით, ორი­ვე მოკ­რი­ვე დიდი ხა­ნია ქალ­თა კრივ­ში ას­პა­რე­ზობს, ხოლო რო­გორც ყვე­ლა სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სპორ­ტსმე­ნის სქე­სი მისი პას­პორ­ტით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

IBA - ეს არის მსოფ­ლი­ოს კრი­ვის ფე­დე­რა­ცი­ე­ბის ასო­ცი­ა­ცია, რო­მელ­საც რუ­სე­თის მთავ­რო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი უმარ კრემ­ლე­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ახლო მე­გო­ბა­რია. ფე­დე­რა­ცი­ის ერ­თა­დერ­თი სპონ­სო­რი სა­ხელ­მწი­ფო ენერ­გე­ტი­კუ­ლი გი­გან­ტი "გა­ზპ­რო­მია". უც­ნო­ბია, რე­ა­ლუ­რად რა ტეს­ტე­ბი გა­ი­ა­რეს სპორ­ტსმე­ნებ­მა. 2023 წელს ალ­ჟი­რულ­მა მე­დი­ამ და­წე­რა, რომ ხე­ლი­ფი დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო ტეს­ტოს­ტე­რო­ნის მო­მა­ტე­ბუ­ლი დო­ნის გამო. მაგ­რამ ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ტეს­ტი არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას ცალ­სა­ხად სქე­სის და­სად­გე­ნად. ტეს­ტოს­ტე­რო­ნის დონე შე­იძ­ლე­ბა გაქ­რეს დო­პინ­გის, სხე­უ­ლის ბუ­ნებ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის ან სხვა ფაქ­ტო­რე­ბის შე­დე­გად.

IBA-მ ოთხშა­ბათს გა­ნა­ცხა­და, რომ "ქალ სპორ­ტსმე­ნებს არ ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ ტეს­ტოს­ტე­რონ­ზე ტეს­ტი­რე­ბა, მაგ­რამ ჩა­უ­ტარ­დათ ცალ­კე ტეს­ტი, რომ­ლის დე­ტა­ლე­ბი არ არის გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი".

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა