თეგებით ძიება

წყნეთის გზატკეცილზე დაზიანებული გაზის მილი დღის განმავლობაში შეკეთდება – მერია

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციისას დაზიანებული გაზის მილი დღის განმავლობაში შეკეთდება.

როგორც მერიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, ამჟამად გაზის მილის შესაკეთებლად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

წყნეთის გზატკეცილზე მცხოვრებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ რეაბილიტაციის პროცესში სხვადასხვა სახის პრობლემა ჩნდება.

„დღევანდელი დღის გენიალური დასასრული, წყნეთის გზატკეცილის “რეაბილიტოლოგებმა” ამჯერად გაზის მილი გახეთქეს! მათი გმირული საქმიანობის ორდღიანი მონაგარი ასე გამოიყურება: – გუშინ დენის ხაზი გაწყვიტეს, მერე მიაყოლეს ინტერნეტის და ტელევიზიის ხაზები, დღეს დილით წყალსადენი და დენის სადენები დააზიანეს და ეს ყველაფერი ამ საღამოს გაზის მილის გატეხვით დაასრულეს! დილით წყლის მილის შეკეთებისას მიწა დაყარეს ერთადერთ ამოსასვლელში და ორი კორპუსი ბლოკადაში მოაქციეს, თუმცა იქვე გვერდზე უამრავი ადგილი იყო, ხალხი ვერც საქმეზე მიდიოდა და საერთოდ მანქანებიც ვერ გამოყავდა! ვინმე ავად რომ გამხდარიყო, ჩვენს კორპუსთან სასწრაფოც კი ვერ მოვიდოდა“, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი მელაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა