თეგებით ძიება

"სამართალდამცველმა ქალს სახის და თავის არეში დაზიანებები მიაყენა და დაემუქრა მისი და მისი შვილების სიცოცხლის მოსპობით" - საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამართალდამცავმა, 2024 წლის 6 აგვისტოს, დუშეთის რაიონის სოფელ ზემო ბულაჩაურში, დაზარალებულს სახის და თავის არეში დაზიანებები მიაყენა და დაემუქრა მისი და მისი შვილების სიცოცხლის მოსპობით.

დაზარალებული ქალის მიმართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის საფუძველზეც 2024 წლის 7 აგვისტოს სამართალდამცავი დაკავებული იქნა ძალადობისა და მუქარის ბრალდებით.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა