ქადაგიშვილი: გაუაზრებელ და ხშირ შემთხვევაში პირდაპირ მავნებლურ პოლიტიკას მოჰყვა აგრესიის შემდგომ ამ პოლიტიკის გაგრძელებაც, რომელიც გამოხატა ამ რეზოლუციის ხმის მიცემაში
გაუაზრებელ და ხშირ შემთხვევაში პირდაპირ მავნებლურ პოლიტიკას მოჰყვა აგრესიის შემდგომ ამ პოლიტიკის გაგრძელებაც, რომელიც გამოხატა ამ რეზოლუციის ხმის მიცემაში, სადაც ფაქტობრივად საქართველო იქნა დადანაშაულებული ომის დაწყებაში – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც ოფიციალურ დოკუმენტებში უჭირს მათ შორის ევროკავშირს და აშშ–ს, რომ მკაფიოდ გამოკვეთოს აგრესია რუსეთისა, რომ ეს არის აგრესია და ოკუპაცია. ჩვენ ვნახეთ, რომ სწორედ ამ რეზოლუციებს მოჰყვა ის ქმედებები, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ახორციელებდა, როდესაც მათ გადასცეს რუსეთის ფედერაციას უამრავი სტრატეგიული ობიექტი.“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.