ლაშა გობაძე მეოთხედფინალში დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსს ინარჩუნებს
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 87 კგ-ში მეორე შეხვედრა ჩაატარა ლაშა გობაძემ, რომელიც მეოთხედფინალში ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ ნოვიკოვი ფინალში გასვლას მოახერხებს.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ნახევარფინალური დაპირისპირებები 20:00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ დღეს შეჯიბრზე გამომსვლელი რამაზ ზოიძე (67 კგ) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. 6 აგვისტოს ტურნირზე 97 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა, რომელმაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ხასლახანაუსთან წააგო და ოლიმპიურ თამაშებს გამოთიშა.