დანიის პრემიერზე თავდასხმაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს - CNN
სასამართლომ დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენზე თავდასხმაში ბრალდებული 39 წლის მამაკაცი,რომელიც პოლონეთის მოქალაქეა, დამნაშავედ ცნო. როგორც CNN წერს, მას 4-თვიანი პატიმრობა და დანიიდან 6 წლით დეპორტაცია ემუქრება. მოსამართლეს სასჯელი ჯერ არ გამოუცხადებია.
ფრედერიკსენს მიმდინარე წლის 7 ივნისს, კოპენჰაგენის მოედანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ბრალდებულის თქმით, მას მომხდარი არ ახსოვს, რადგან მთვრალი იყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ფრედერიკსენი, დანიის მემარცხენე ცენტრის სოციალისტური დემოკრატიული პარტიის ლიდერი, პრემიერ-მინისტრის პოსტს 2019 წლიდან იკავებდა.
მეტე ფრედერიკსენი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს.