რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, უკრაინელებმა ქალაქ სუჯაზე სრული კონტროლი დაამყარეს
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლში მდებარე ქალაქ სუჯაზე სრული კონტროლი დაამყარეს, მათ შორის, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ურენგოი-უჟგოროდის მაგისტრალური გაზსადენის ერთ-ერთ საკვანძო გაზის გამანაწილებელ სადგურ Суджа-ზე.
პუტინი აცხადებს, რომ რუსეთში, კურსკის ოლქში, უკრაინის ჯარი შეიჭრა. კრემლის ლიდერის განცხადებით, რუსეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენები უკრაინის მხრიდან დიდ პროვოკაციას წარმოადგენს.
პუტინი ამბობს, რომ კურსკის რეგიონში უკრაინული ძალები ბომბავენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შენობებს, საცხოვრებელ სახლებს, უყენებენ სხვადასხვა ტიპის იარაღს, მათ შორის - რაკეტებს.
მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში, სამი დასახლება დაიკავეს. აღნიშნულ ოლქში, საერთო ჯამში, 400 უკრაინელი სამხედროა შესული. კიდევ 2 000 უკრაინელი ჯარისკაცი განლაგებულია საზღვრის სიახლოვეს.