ბერლინში დააკავეს ექიმი, რომელიც ოთხი მოხუცი პაციენტის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ბერლინში დააკავეს ოთხი მოხუცი პაციენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ექიმი, რომელიც მტკიცებულებების კვალის დაფარვას მათ სახლებში ხანძრის გაჩენით ცდილობდა.
პოლიციისა და პროკურატურის ცნობით, 39 წლის ექიმი, რომელიც საექთნო სამსახურის პალიატიური მზრუნველობის ჯგუფის წევრი იყო, 6 აგვისტოს, შესაძლო ბრალდების დამტკიცებამდე პატიმრობაში დარჩენა დაევალა. ექიმის ვინაობა გერმანიის კონფიდენციალურობის წესების შესაბამისადაა დაცული.
მამაკაცს ბრალად ედება 4 პაციენტის მკვლელობა, შემდეგ კი (ჯერ უცნობია დეტალები როგორ) მათი სახლებისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა. 4-ვე მოხუცი პაციენტი მიმდინარე წლის ივნისის და ივლისის თვეში პალიატიური მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
პირველ შემთხვევაში, 11 ივნისს, შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა შეძლეს 87 წლის ქალის გადარჩენა, თუმცა ის საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა. 8 ივლისს, გამომძიებლის ცნობით, ეჭვმიტანილმა 76 წლის ქალი მოკლა.
სავარაუდო ეჭვმიტანილმა 15 და 24 ივლისს კიდევ ორი, 72 და 94 წლის, ქალი მოკლა.
გამომძიებლებს არ დაუკონკრეტებიათ არც ეჭვმიტანილის დაკავების დეტალები და არც მკვლელობების შესაძლო მოტივები.