„ესენი მალე ირინა ენუქიძის საფლავთანაც მივლენ... “ - რას წერს ირმა ინაშვილი
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ესენი მალე ირინა ენუქიძის საფლავთანაც მივლენ...
გასული 12 წელია ამისი მიზეზი, მაგრამ არ ყოფილა არანაირი სამართლიანობა დედამიწაზე. აი, ეს მასწავლა ცხოვრებამაც და ქართულმა პოლიტიკამაც... ვისაც უნდა, როგორც უნდა, როცა უნდა, ისე ავნებს ქვეყანას და ხალხს და მერე... სევდიანი სახით მიბრძანდება და თავისსავე უგუნურობით განწირული ხალხის საფლავთან გვირგვინს დადებს.
და სტატისტიკა, კვლევა, გამოკითხვა, თუ რაღაცა ჯანდაბა დაგვარწმუნებს იმაში, რომ მაინც ესენი უნდა და მოწონს, თურმე, ხალხს. თანაც, ამ დიდ და ნათელ ტყუილს ხელს 12 წელია უწყობენ, უწყობენ და უწყობენ, ამიტომაც ახალგაზრდებისთვის, რომელთა მამებსაც ციხეებში ცემდნენ და აწამებდნენ, დღეს ავტორიტეტები და მისაბაძი გმირები იმ რეჟიმის სახეები გახდნენ... უბედურება არაა ახლა ეს? - წერს ირ ა ინაშვილი.
ცნობისთვის, დღეს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რუსეთი- საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.