"16 წლის წინ საქართველოში რუსეთი შეიჭრა... ის საზღვრების უპატივცემულობას აგრძელებს" - ჯიმ რიში
16 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში, ის აგრძელებს საზღვრების უპატივცემულობას - ამის შესახებ სენატორი ჯიმ რიში აგვისტოს ომიდან 16 წლის თავთან დაკავშირებით წერს.
16 წლის წინ, რუსეთი შეიჭრა საქართველოში და უკანონოდ დაიკავა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები. რუსეთი დღესაც აგრძელებს სუვერენული საზღვრების უპატივცემულობას. მოძალადეზე რეაგირების ერთადერთი გზა არის, რომ მას წინ აღუდგე. ჩვენ ამას გავაგრძელებთ და ვუპასუხებთ რუსეთის აგრესიას"- წერს ჯიმ რიში.