თეგებით ძიება

ევროკავშირში ოჯახები დასვენებასა და გართობაზე საშუალოდ 4-ჯერ მეტს ხარჯავენ, ვიდრე საქართველოში

კვლევითი ორგანიზაცია ISET-ის თანახმად, ევროკავშირში სამომხმარებლო ხარჯების ის წილი, რასაც ოჯახი დასვენებასა და გართობაზე ხარჯავს, საშუალოდ 4-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში.

კერძოდ, 2022 წელს ევროკავშირში დასვენებასა და გართობაზე დახარჯული თანხა სამომხმარებლო ხარჯების 8%-ს შეადგენდა, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 2023 წელს 2% იყო.

შინამეურნეობების მიერ გაწეული ხარჯები დასვენებასა და კულტურაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია კეთილდღეობის განსაზღვრისას. საგულისხმოა, რომ ევროპის 2004 წლის გაფართოების 10 ქვეყანაში 2021 წელს შინამეურნეობები საშუალოდ თვიური შემოსავლის დაახლოებით 8%-ს ხარჯავდნენ დასვენებასა და კულტურაზე, მაშინ როდესაც საქართველოში ეს დაახლოებით 1.2%-ია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან მოგზაურებმა საზღვარგარეთ ვიზიტების დროს 2 მილიარდი ლარი დახარჯეს (753 მილიონი აშშ დოლარი). აღნიშნული თანხიდან დასვენებაზე მხოლოდ 12,5% მოდის.

ამასთანავე, საქართველოში მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯი 2023 წლის მდგომარეობით, 1855,1 ლარია. საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე 1,649.1 ლარს და ერთ სულ მოსახლეზე - მხოლოდ 499.3 ლარს შეადგენს.

ბიზნესპრესნიუსი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა