თეგებით ძიება
07. 08. 2024 მსოფლიო

რუსეთი იძულებული იქნება 2025 წელს ფართო მობილიზაცია გამოაცხადოს ან ომი დაასრულოს - კირილ ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ 2025 წელს რუსეთი იძულებული იქნება დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ ან გამოაცხადოს ფართომასშტაბური მობილიზაცია.

„თუ გაჭიანურებული ომი გაგრძელდება, მაშინ არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა რუსეთი დილემის წინაშე დადგება: ან დაასრულოს იგი, ან გამოაცხადოს მორიგი მასშტაბური მობილიზაცია“, - აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.

ბუდანოვის თქმით, კრემლი არ ჩქარობს, რადგან „რუსეთის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ფართომასშტაბურმა მობილიზაციამ შეიძლება სერიოზულად შეარყიოს პოლიტიკური სიტუაცია“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა