თეგებით ძიება
07. 08. 2024 მსოფლიო

პარიზში, ოლიმპიადის მონაწილე კოკაინის შეძენისას დააკავეს

პროკურატურის ცნობით, ოლიმპიადის მონაწილე, ავსტრალიელი ბალახის ჰოკეის მოთამაშე ტომ კრეიგი პარიზის ცენტრში დილერისგან ნარკოტიკების შეძენის გამო დააკავეს - ინფორმაციას უცხოურ მედიაზე დაყრდნობით „ტაბულა“ ავრცელებს.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

28 წლის ჰოკეისტმა ბოლოს 2024 წლის ოლიმპიადაზე თავის გუნდთან მეოთხედფინალში ჰოლანდიასთან დამარცხებისას ითამაშა.

პარიზის პროკურატურის ცნობით, კრეიგმა დილერისგან კოკაინი 6-7 აგვისტოს ღამეს შეიძინა. პარიზის ადგილობრივმა პოლიციამ, ჰოკეისტთან ერთად დააკავა 2006 წელს დაბადებული დილერიც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა