რომ არა 2003 წელს, ივანიშვილის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო გადატრიალება, არ იქნებოდა აგვისტოს ტრაგედია - რას წერს შალვა ნათელაშვილი
მოკლედ ან სიმართლე უნდა ვთქვათ ან გავჩუმდეთ - „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათეელაშვილი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზების შესახებ წერს:
მოკლედ ან სიმართლე უნდა ვთქვათ ან გავჩუმდეთ.-----რომ არა 2003 ---ში პუტინის გეგმით,პოსტსაბჭოთა სივრცის აღდგენის დასაწყებად ჩაფიქრებული და კრემლის დავალებით ივანიშვილის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო გადატრიალება,ვარდების რევოლუციად წოდებული, რომელშიც სამწუხაროდ ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციაც ჩაერთო, შემდგომ ხუთპარტიული პარლამენტის ასევე ანტი--კონსტიტუციურად დათხოვნა და ერთპარტიული რეჟიმის დამყარება უკვე ოცი წლის მანძილზე,არ იქნებოდა-------------- ცხინვალში აგვისტოს ტრაგედია,აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარება რუსეთის თუ გაეროს სხვა წევრი ქვეყნების მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად,ჩვენ თავისუფლად ჩავიდოდით ახალგორში, ქსნის მთელ ხეობაში ლიახვის ქართულ სოფლებში,კოდორში, არ გაჩნდებოდა დევნილთა ახალი მასა,მოსკოვიც და მით უფრო ვენესუელა,სირია, ნიკარაგუა და სხვები ვერ გაბედავდნენ ამ ტერიტორიების დე--იურე აღიარებას. რუსი ოლიგარქის ოფიციალური მოსვლის შემდეგ,მას კრემლის დავალებით, მოღალატეობრივად,რომ არ გამოეყვანა შეიარაღებული ძალები,სპეცრაზმი,პოლიცია დაპირისპირების ზოლიდან, არ იქნებოდა ტრაგიკული ბორდერიზაცია,ხალხის დახოცვა--გატაცება და ტერიტორიათა ტოტალური ანექსია აფხაზეთსა და ქართლში. პრომოსკოვური,ოლიგარქიული რეჟიმის მოცილება ერთიანი საქართველოს აღსადგენად გადადგმული პირველი,მშვიდობიანი, ისტორიული, ეროვნული ნაბიჯი იქნება 26 ოქტომბერს - წერს შალვა ნათელაშვილი.