თეგებით ძიება
07. 08. 2024 მსოფლიო

ევროკავშირი კურსკის ოლქში შექმნილ ვითარებაზე - უკრაინას აქვს კანონიერი უფლება დაიცვას საკუთარი თავი

კურსკის ოლქში შექმნილი ვითარების კომენტირებისას, ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის კანონიერი უფლება.

სტანომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას „აქვს კანონიერი უფლება დაიცვას საკუთარი თავი, მათ შორის აგრესორის ტერიტორიაზე დარტყმების გზით“.

მანამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს აცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეჩერებულია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სამშაბათს განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები, 300-მდე ჯარისკაცის, 11 ტანკისა და 20-ზე მეტი ჯავშანმანქანის მხარდაჭერით, თავს დაესხნენ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ქვედანაყოფების პოზიციებს ნიკოლაევო-დარიინოსა და ოლეშნიას დასახლებულ პუნქტებში კურსკის ოლქში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა