თეგებით ძიება
07. 08. 2024 მსოფლიო

რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება მშვიდობას დააახლოებს - ზელენსკი

რაც უფრო დიდი იქნება რუსეთზე ზეწოლა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ დაპყრობით ომს აწარმოებს, მით უფრო ახლოს იქნება მშვიდობა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, იუწყება UNIAN-ი.

სახელმწიფოს მეთაურმა გამბედაობისთვის უკრაინელ ჯარისკაცებსა და საბრძოლო დანაყოფებს მადლობა გადაუხადა. 

„ნამდვილად ძლიერია ის, ვინც უკრაინას ემსახურება. ეს ეხება ფრონტის ხაზსაც - პოკროვსკის მიმართულებას, ტორეცკის, ლიმანის, ხარკოვის ოლქს და ყველგან, სადაც თავდაცვა ოკუპანტების შეტევითი ოპერაციების წინააღმდეგ გრძელდება. 

მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მტრის განადგურება - ზუსტად ისე, როგორც ჩვენს ჯარისკაცებს შეუძლიათ და ისევე მტკიცედ, როგორც ეს ჩვენი ქვეყნის მთელ თავდაცვას უწყობს ხელს  და ისეთივე ეფექტურად, რამდენადაც ეს შედეგიანია. 

რაც უფრო მეტი ზეწოლა იქნება რუსეთზე, აგრესორზე, რომელმაც უკრაინაში ომი დაიწყო, მით უფრო ახლოს იქნება მშვიდობა. სამართლიანი მშვიდობა სამართლიანი ძალით. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დღეს ესაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ალექსანდრე სირსკის უკრაინის ქმედებებსა და ნაბიჯებთან დაკავშირებით.

„დეტალები მოგვიანებით იქნება. ასევე, შეხვედრა გავმართე თავდაცვის მინისტრთან უმეროვთან ჩვენი სარაკეტო პროგრამის განხორციელების შესახებ. ეს არის ის, რაც უფრო ძლიერს გვხდის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

newshub.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა