თეგებით ძიება

16 წლის წინ ჩვენ შევძელით და დავიცავით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი - გიორგი გახარია

16 წლის წინ, რუსეთმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ, შევძელით და დავიცავით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ,- ამის შესახებ პარტიის "საქართველოსთვის" ერთ-ერთკა ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიას თქმით, ეს "პირველ რიგში, ქართველი სამზედროების და საქართველოს რიგითი მოქალქეების გმირული თავდადების ხარჯზე" მოხდა. ასევე, ჩვენი ნამდვილი მეგობრების და მოკავშირეების უდიდესი ძალისხმევის შედეგად.

"დღეს, როდესაც რუსეთმა გაიმეორა ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკვე უკრიანის წინააღმდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მშვიდობა არის ყველაზე დიდი ფასეულობა და რომ გრძელვადიანი მშვიდობა გადის ნამდვილი მეგობრების და ნამდვილი მოკავშირეების არჩევაზე, ასევე, თოთოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ძალისხმევაზე, მშვიდობიანად აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტოეიული მთლიანობა.

საქართველოს თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის გადახდილი თოთოეული სიცოცხლე გვახსოვს და პატივს მივაგებთ. მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად ჩვენ გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე - იქ, სადაც არის ნამდვილი სამართლიანიბა, ნამდვილი მშვიდობა, ნამდვილი კეთილდღეობა, ნამდვილი განვითარება - ეს არის ევროპული კავშირის ერთიანი ოჯახი. დიდება გმირებს! დიდება საქართველოს!", - აცხადებს გახარია მიმართვაში, რომელსაც "ფეისბუქზე" ავრცელებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა