თეგებით ძიება
08. 08. 2024 სპორტი

"დიდი ხანი მოვდიოდი ამ მედლისკენ“ - ლაშა გურულს ოლიმპიური ბრინჯაო გადაეცა

მოკრივე ლაშა გურულს კუთვნილი ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი გადაეცა. როგორც ქართველმა სპორტსმენმა ცერემონიის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ეს დღე მის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც მის წარმატებაში წვლილი მიუძღვის. 

„დღეს, მე და ჩემი მედლის გაცნობის დღე იყო, რომელიც სამუდამოდ მემახსოვრება. დიდი ხანი მოვდიოდი ამ მედლისკენ. რა თქმა უნდა, სხვა ფერზე იყო გათვლა, მაგრამ მაინც უზომოდ ბედნიერი ვარ. კუბელი, ვისთანაც დავმარცხდი, გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ასე ვთქვათ, ოლიმპიურ ჩემპიონთან დავმარცხდი ღირსეულ ბრძოლაში. 

მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტს, სამწვრთნელო შტაბს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, ჩვენთან არის მეგობრობა, ოჯახი, ჰარმონია, ერთმანეთზე ზრუნვა და ასე ვთქვათ, ამ ყველაფერმა გამოიღო ეს შედეგი და ეს არ არის მხოლოდ ჩემი წარმატება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში“, - განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს ლაშა გურულმა. 

შეგახსენებთ, 24 წლის შემდეგ პირველად, ქართველმა მოკრივემ ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა