თეგებით ძიება

"2008 წლის მაგალითი ოს მებრძოლებს საგმირო საქმეებისკენ უბიძგებს, იბრძოლონ რუსეთისთვის, როგორც სამშობლოსთვის" - ალან გაგალოევი

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში, "სამხრეთ ოსეთის დამცველთა" მემორიალურ კომპლექსში, ომის 16 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. 

ალან გაგლოევმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის როლს ე.წ სამხრეთ ოსეთში მშვიდობისა და სიმშვიდის დამყარებაში.

"ძნელი წარმოსადგენია, რა იმედითა და რწმენით ელოდნენ რუსეთის არმიას ცხინვალში. ეს იყო სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ხალხმა, დაინახა რა ცხინვალისკენ მომავალი რუსეთის დროშიანი ტანკები, იცოდა, რომ ხსნა მოვიდა, ომის კოშმარი მათთვის დასრულდა, სამხრეთ ოსეთი იცოცხლებდა! უკვე მეორე დღეს ყველგან გამოჩნდა ნიშნები: "გმადლობთ, რუსეთო!" ხალხს სურდა მადლიერება გამოეხატა რუსეთის მიმართ, რომელმაც ჩვენი ხალხი გადაარჩინა“, - განაცხადა ალან გაგლოევმა.

გაგლოევის თქმით, ამჟამად მებრძოლები ე.წ  სამხრეთ ოსეთიდან, რუს სამხედროებთან ერთად რუსეთისთვის იბრძვიან. 

„2008 წლის ომის გმირების მაგალითი ოს მებრძოლებს საგმირო საქმეებისკენ უბიძგებს და მხოლოდ წინსვლისკენ უბიძგებს, იბრძოლონ რუსეთისთვის, როგორც სამშობლოსთვის. სამხრეთ ოსეთი ამაყობს ჩვენი სამშობლოს გმირი დამცველების სიმამაცით! ჩვენ გვჯერა მათი და ველით მათ გამარჯვებას!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა