ფოთში 13 წლის დაჩი ქარჩავას ეძებენ
ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"ქვეყნდება ოჯახის ნებართვითა და თანხმობით, ლაშა ზარგინავას მიერ, გთხოვთ, დაგვეხმაროთ გავრცელებაში.
ოჯახი ეძებს 13 წლის დაჩი ქარჩავას;
დაჩი ფოთიდანაა. ის გუშინ წავიდა სახლიდან, მშობლების ნებართვის გარეშე!
მიკროავტობუსის მძღოლის თქმით, გუშინ, ფოთიდან ბათუმში წამოვიდა. ჩამოვიდა საბაგიროსთან.
მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
თუ სადმე შენიშნავთ, ან გაქვთ მასზე რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ, დაეხმაროთ ოჯახს და დაურეკოთ ნომერზე👇
551114010
დედა-ნანა მარგალიტაძე", - წერს ჟურნალისტი.