წყალი მთელი დღით შეწყდება - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 9 აგვისტოს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქალაქ რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში უკვე განახლდა 1.8 კმ-მდე სიგრძის წყალსადენის ქსელი, დამონტაჟდა 16 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 13 ერთეული საკვანძო ჭა მოეწყო. აღნიშნული პროექტის ჯამური ინვესტიცია 3,6 მლნ ლარია.
განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 9 აგვისტოს 15:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 9 აგვისტოს 15:00 საათიდან, 10 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ვებგვერდის მეშვეობით gwp.ge.