გოგი წულაიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა
გოგი წულაია, რომელიც ოჯახთან ერთად, ევროპაში ცხოვრობს, ბოლო დრომდე აცხადებდა, რომ სანამ საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლებაა, ქვეყანაში არ ჩამოვა, თუმცა ახლახან გადაწყვეტილება შეცვალა და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. პოლიტიკოსის თქმით, შეწყალების შემთხვევაში ქვეყანაში ჩამოსვლა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა სურს. წულაიას თქმით, "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს.
პოლიტიკოსი ამჟამად ემიგრაციაში იმყოფება - გოგი წულაიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში და მას დაუსწრებლად 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე გოგი წულაიას დააკავებენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე, გოგი წულაია დამნაშავედ ცნო და მას, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მას ძალადობა არ ჩაუდენია.