თეგებით ძიება
08. 08. 2024 მსოფლიო

ევროკომისიამ მექსიკის მთავრობას მოუწოდა, დააკავოს პუტინი, თუ ის მექსიკის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას

ევროკომისიამ მექსიკის მთავრობას მოუწოდა, დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თუ ის დაესწრება არჩეული პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EURACTIV-ი ავრცელებს.

ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ EURACTIV-ს განუცხადა, რომ მექსიკის წევრობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ნიშნავს, რომ იგი სამართლებრივად ვალდებულია დააკავოს პუტინი, თუ ის დაესწრება ინაუგურაციას, რომელიც 1-ელ ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი 2023 წლის მარტში გამოსცა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტს ადანაშაულებენ სამხედრო დანაშაულებში, მათ შორის უკრაინიდან რუსეთში ბავშვების უკანონო დეპორტაციაში.

თუმცა, სტანომ აღნიშნა, რომ „მექსიკას, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანას, აქვს უფლება განავითაროს თავისი საერთაშორისო ურთიერთობები საკუთარი ინტერესების შესაბამისად“.

მექსიკის არჩეული პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაცია, პირველ ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა