ქსენია კარელინას, რომელმაც უკრაინულ საქველმოქმედო ფონდში 50 დოლარი გადარიცხა, 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება
რუსეთში, რუსეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბალერინას, ქსენია კარელინას, რომელმაც უკრაინულ საქველმოქმედო ფონდში 50 დოლარი გადარიცხა, 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება - მის წინააღმდეგ საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლითაა აღძრული.
8 აგვისტოს გამართულ სასამართლო მოსმენაზე პროკურორმა კარელინასთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთის სასჯელი მოითხოვა.
კარელინას საქმეზე შემდეგი სასამართლო მოსმენა 15 აგვისტოსაა ჩანიშნული, სადაც გადაწყდება, დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე პროკურორის მოთხოვნას.
რუსეთისა და აშშ-ს ორმაგი მოქალაქეობის მქონე 33 წლის ბალერინა 2024 წლის თებერვალში, ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს.